“ლელო საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობას შეისწავლის

პოლიტიკური გაერთიანების “ლელო საქართველოსთვის” წევრები იუნკერთა ხსოვნის საპატივსაცემოდ პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში შეიკრიბნენ. პარტიის წევრების განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც შეისწავლის პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობას. “ლელოს” წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადოს ისტორიის კვლევა და გახსნას არქივები.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ საქართველოს ოკუპაციას, პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში შექმნა ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია და კანონმდებლობა. ვიხსენებთ იმას, თუ როგორი ყოფილა რუსეთის მტრული იმპერიული კლანჭები და მისი ეფექტი ამ ქვეყნის ისტორიაზე. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ დროა სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადოს ისტორიის კვლევა, არქივების გახსნა და ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ ჩვენს იდენტობას და ისტორიულ რაობას დავარქვათ სახელი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა იყო პირველი რესპუბლიკა, რა მსხვერპლი მოგვიტანა საბჭოთა ოკუპაციამ. ჩვენ მომავლისკენ ნათლად უნდა გავიხედოთ და ვიცოდეთ, რანი ვყოფილვართ და რა უნდა ვიყოთ”,- განაცხადა გეგელიამ.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა