ირაკლი სესიაშვილი - რევოლუციური მეთოდებით სიტუაციის არევა არავის გამოუვა

მეჩვენება, რომ ჩვენი ოპონენტები რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას, რაც პირველ რიგში ქვეყნისთვის არის საზიანო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეჩერებულ დიალოგზე საუბრისას განუცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ოპოზიციისთვის არანაირი ულტიმატუმი არ წაუყენებია.

„მმართველმა პარტიამ ოპოზიციას და საზოგადოებას შესთავაზა კომპრომისული ვერსია. სამწუხაროდ, მეორეს მხრივ მე ვხედავ რადიკალურ პოზიციებს, რომელიც არ არის ორიენტირებული იმ შედეგზე, რომ ქვეყანაში მშვიდობიანად, თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს არჩევნები. ამიტომ მეჩვენება, რომ ჩვენი ოპონენტები რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას, რაც პირველ რიგში ქვეყნისთვის არის საზიანო. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციასთან ერთად მოხერხდება კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერება. რაც მთავარია ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რევოლუციური მეთოდებით ქვეყანაში სიტუაციის არევა არავის გამოუვა. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, განვითარება და ეს არის ჩვენი ქვეყნის დაკვეთა. ვინც ხალხის დაკვეთას შეასრულებს, მასაც მეტი მხარდაჭერა ექნება. არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ცხადია, რომ ოპოზიცია შეეცდება საკუთარი ძალების მობილიზებას. ჩვენც ღირსეული კანდიდატები გვეყოლება და ცხადია, ორიენტირებულები ვართ გამარჯვებზე. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა