მარკო მიკელსონი - ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოებისადმი გარკვეული „დაღლილობა“ არსებობს - უნდა ეცადოთ, იპოვოთ მოკავშირეები, მეგობრები

უნდა ეცადოთ, იპოვოთ მოკავშირეები, მეგობრები და იფიქროთ იმაზეც, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოებისადმი გარკვეული „დაღლილობა“ არსებობს“, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარკო მიკელსონმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან დასავლეთის ყურადღების მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო, რომელიც ქვეყნის მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების მუდმივ ძალისხმევაზე, იმ დიპლომატებზეა დამოკიდებული, ვინც საქართველოს შეხედულებებს წარმოადგენს.

„ესტონეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კონტაქტები კარგად მიდის და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინაა ხელისუფლებაში თბილისსა თუ ტალინში. მაგრამ მაინც, ხანდახან ვგრძნობთ „დაღლილობის“ განწყობას ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ნიდერლანდები, საფრანგეთი ან რამდენიმე სხვა ქვეყანა. უნდა ეცადოთ, იპოვოთ მოკავშირეები, მეგობრები და ასევე, იფიქროთ იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოებისადმი ეს „დაღლილობა“, „უხალისობა“ არსებობს. ამას გარდა, ხანდახან იმის ტაქტიკაც უნდა შეცვალოთ, თუ როგორ უნდა მიუდგეთ ამ ქვეყნებს“, - განაცხადა მიკელსონმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს სამომავლო, წარმატებული ინტეგრაცია, როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მიდის შიდა საქმეები.

„ასევე, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დემოკრატიული ინსტიტუტები, მიმდინარეობს თუ არა დემოკრატიული, პლურალისტური დებატები ქვეყანაში, საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ეს უნდა გაითვალისწინოთ, რადგან არსებით როლს თამაშობს იმ კუთხით, თუ რამდენად დიდია ევროკავშირისა და ნატო-ს გარკვეული წევრი ქვეყნების „დაღლილობა“, საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, რა ტენდენციები უფრო იკვეთება თუნდაც, ნიუსებში. სწორედ აქ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილები“, - აღნიშნა მიკელსონმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა