ზაალ უდუმაშვილი - ვიდრე ოპოზიციის ლიდერებზე პოლიტიკური ნადირობაა გამოცხადებული, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

ვიდრე ოპოზიციის ლიდერებზე პოლიტიკური ნადირობაა გამოცხადებული, არანაირ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდაშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებასთან დიალოგის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიალოგზე საუბარი ვერ იქნება მანამ, ვიდრე პოლიტიკური ლიდერები პატიმრობაში არიან.

„პოლიტიკური პარტიების ლიდერები არიან ტყვეობაში, ნაწილის მიმართ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა და ასეთ ვითარებაში ბუნებრივია, არ ვაპირებთ არანაირ მილაპარაკებას. ვიდრე პოლიტიკური ნადირობაა გამოცხადებული ოპოზიციის ლიდერებზე, არანაირ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს“, - განაცხადა ზაალ უდაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა Ipsos-ის მიერ ჩატარებულ კვლევას და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" დამარცხების მთავარი გასაღები ოპოზიციის ერთიანობაშია.

„არანაირი უფლება არ გვაქვს ეჭვი შევიტანოთ ისეთი მაღალკვალიფიციური ორგანიზაციის კვლევაში, როგორიც არის „იფსოსი". არა მხოლოდ „იფსოსი“, არაერთი კვლევა იყო გამოქვეყნებული - „ენდიაის", „აირაის" მიერ.

ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგი იკლებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს ხელისუფლება დასრულებულია და ჩვენს გაერთიანებაში და ერთიანობაში არის დღეს „ქართული ოცნების" დამარცხების მთავარი გასაღები,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო