ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტით არსებული ასიგნებების ფარგლებში, უწყების ყველა თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, შრომის ანაზღაურება 500 ლარით გაეზარდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, აღნიშნული ცვლილება შეეხო პროკურატურის 514 თანამშრომელს - საშუალო და ქვედა რგოლის თანამშრომლებს, რიგით პროკურორებს, გამომძიებლებს და სტაჟირებაზე მყოფ პირებს.

მათივე ცნობით, ცვლილება ძალაში უკვე შევიდა და შესაბამისად, საქართველის პროკურატურის თანამშრომლები გაზრდილ ანაზღაურებას თებერვლის თვიდან მიიღებენ.

„პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს.

გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, განხორციელებული ცვლილებით ხელფასის ზრდა არ შეეხებათ მის მოადგილეებს, ოლქის პროკურორებსა და დეპარტამენტის უფროსებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს