პროკურორი იმედოვნებს, რომ სასამართლო მიხეილ კალანდიას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი ბესიკ ქვარცხავა იმედოვნებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ კალანდიას მიმართ, რომელიც დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

როგორც პროკურორმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარემ წარმოადგინა მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მიხეილ კალანდიას მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

ბესიკ ქვარცხავა მიიჩნევს, რომ სასამართლოს საფუძველი არ აქვს, ეს მტკიცებულებები არ გაიზიაროს.

ამასთან, პროკურორი გამოეხმაურა მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებას, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური დაკვეთა არ შესრულდა, მას კალანდიასთან მიმართებით გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს

„ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი და გამოკვლელული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მხრიდან მიღებული იქნება ერთადერთი, სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, ეს გარკვეული სპეკულაციაა დაცვის მხარისგან, იმიტომ, რომ სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს