თენგიზ კალანდია - კალანდიების ოჯახს შეახოცეს ხელი, ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს გავლა, გავივლი და ბევრსაც წავათრევ იმ ჯოჯოხეთში

ხორავას ქუჩაზე მომხდარი, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია მისი შვილის მიმართ ცოტა ხნის წინ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

როგორც თენგიზ კალანდიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, გამოძიება სათანადოდ ვერ წაიყვანეს და ყველაზე მარტივად ხელი „შეახოცეს“ კალანდიების ოჯახს.

„ოცნებამ თავისი გაფუჭებული საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი. აქ იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ და „ოცნების“ ინტერესი. აუცილებლად წავალთ სტრასბურგში. ყველაზე ადვილად ჩვენზე იყო ხელი შესახოცი, კალანდიებზე. სუბელიანის ინტერესი არანაირი არ იყო აქ. აქ იყო „ევროპული საქართველოს“ ინტერესი. არანაირი ინტერესი არ ჰქონია სუბელიანს ამ საქმეში.

რა დავალებაც ჰქონდა მოსამართეს, ის შეასრულა. ზაზა სარალიძემ 2 კვირის წინ გააჟღერა, 15 წელზე მეტს არ მიუსჯიანო და ეს შეასრულეს. ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს გავლა, გავივლი და ბევრსაც წავათრევ კიდევ იმ ჯოჯოხეთში,“- განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო: რა კომენტარები გააკეთეს მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებმა, როდესაც სასამართლომ ის დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს