მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდების განაჩენს, ოჯახის წევრების მხრიდან სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას დარბაზში კალანდიას ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. დარბაზში წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლემ დამსწრეებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

ცნობისთვის, სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლით შეუფარდა, თუმცა, არაარულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ კალანდიას 11 წლით და 3 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს