ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ოჯახის ადვოკატი, ამირან ცინაძე მიხეილ კალანდიას მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს.
მისი თქმით, ეს განაჩენი ისეთი სამარცხვინოა, როგორც „ის სამარცხვინო საპროცესო შეთანხმება, რომელიც უზენაეს სასამართლოში გაფორმდა ჯანაშიას მიმართ“.
„იგივე სამარცხვინო განაჩენი იქნა გამოტანილი დღეს. არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდათ. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ადვოკატმა.
სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.
იხილეთ ვიდეო: პროკურორები და ადვოკატები მიხეილ კალანდიასთვის გამოტანილ სასჯელს აფასებენ