ბადრი ჯაფარიძე - კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელია პოლიტიკური დევნა შეწყდეს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ

მოლაპარაკების და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის " ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ხელისუფლებასთან დიალოგის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მეგობარი ქვეყნების დიპლომატები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება.

„საზოგადოდ, დიალოგი მიმაჩნია ერთადერთ სწორ გზად, რაც არ უნდა დაპირისპირებული იყვნენ მხარეები. თუმცა, დიალოგისთვის არის ელემენტარული წესი დასაცავი, ერთი მხარე არ უნდა იყენებდეს ძალისმიერ ინსტრუმენტებს მეორე მხარის ერთ-ერთი წამყვანი წევრის დასაკავებლად მოლაპარაკების პროცესში. ამან ჩაშალა მოლაპარაკებები. თუმცა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპლომატები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მაინც მოხდეს შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემის სამართლიანობას და ქართველი ხალხის ნების ადეკვატურად ასახვას პარლამენტში და ჩვენ ამას რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ. თუმცა, მოლაპარაკების და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა