ბადრი ჯაფარიძე - დღეს ჩვენ ვართ იმ ადამიანების მემორიალთან, რომელთა თავგანწირვაზე და საქმეზე დგას დღევანდელი საქართველო

დღეს ჩვენ ვართ იმ ადამიანების მემორიალთან, რომელთა თავგანწირვაზეც და საქმეზეც დგას დღევანდელი საქართველო,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან იუნკერების მემორიალთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავისუფლებას უნდა გავუფრთხილდეთ და საბჭოთა გავლენისგან საბოლოოდ გავთავისუფლდეთ.

„დღეს არის ტრაგიკული დღე. 99 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენ ვართ იმ ადამიანების მემორიალთან, რომელთა თავგანწირვაზეც და საქმეზეც დგას დღევანდელი საქართველო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, საჩუქარი, რომელიც ღმერთმა მისცა საქართველოს, თავისუფლებას უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში. უნდა დავძლიოთ ყველა ის ინერცია და გადმონათში, რომელიც საბჭოთა წყობილებამ ჯერ კიდევ შეინარჩუნა ჩვენს საზოგადოებაში და ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ საბჭოთა მარწუხებიდან, გავყვეთ იმ გზას, რომელსაც ემსახურებოდნენ კოჯორში თავშეწირული ქართველები,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს