აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი აცხადებს, რომ თანამშრომლების გაფიცვის საფუძველი არ არსებობს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გიორგი კოხრეიძე ჟურნალისტების პროტესტს და მოსალოდნელ გაფიცვას გამოეხმაურა. როგორც კოხრეიძე განმარტავს, აჭარის ტელევიზიაში გაფიცვის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი მაია მერკვილაძე დაიკავებს შეთავაზებული ორი პოზიციიდან ერთ-ერთს.

„მე ვთქვი, რომ შევთავაზებდი იმაზე მეტს, ვიდრე მოელოდა, მას აქვს სრული თავისუფლება, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, ორი შეთავაზებიდან რომელ პოზიციაზე იქნება მერკვილაძე, მოვიფიქრებ. გაფიცვის საფუძველს ვერ ვხედავ, თუმცა მათი უფლებაა. ადამიანი ან აწერს ხელს შეთავაზებას, ან არა და მიმართავს სასამართლოს", -განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

ამასთან, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს, დირექტორის ახლად არჩეული მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი და ასევე ახლად დანიშნული ერთ-ერთი რედაქტორი ნინო ხაჟომია ხვდებიან. როგორც ვახო ხუზმიაშვილმა განმარტა, თუ ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა, იგი პირველი დატოვებს ტელევიზიას.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვას გეგმავს. როგორ ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, მათი მთავარი მოთხოვნა იქნება შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა