ვეტერანების საქმეთა სამსახურის თანამშრომლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს დაბადების დღე მიულოცეს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მედიცინის დარგში, ევდოკია კლიმოვა 102 წლის გახდა. ომის ვეტერანს, დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 22 წლის მედდა, ფრონტზე, 1945 წელს გაიწვიეს და ომის დამთავრებამდე დაჭრილი ჯარისკაცების გადასარჩენად, ბელარუსის პირველ ფრონტზე იბრძოდა.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ქალბატონ ევდოკია კლიმოვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს