ადვოკატი - საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მიხეილ კალანდიას პოლიტპატიმრის სტატუსი გაუფორმა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, მოსამართლემ მიხეილ კალანდიას გაუფორმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი და დღეს გაასაჯაროა „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოს“, გენერალური პროკურატურასა და ზაზა სარალიძეს შორის მიღწეული შეთანხმება.

როგორც ზურაბ თოდუამ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდება კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას გაუფორმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი - მან დღეს გაასაჯაროა „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოს“, გენერალური პროკურატურისა და ზაზა სარალიძეს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ემსახურება ქვეყანაში, სხვა განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში, დესტაბილიზაციის რეალური წყაროს დაუშვებლობას.

მიხეილ კალანდია მსხვერპლია ამ გარიგებისა და ემსახურება მთავარ გარიგებას - ირაკლი შოთაძემ უპრობლემოდ განაგრძოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საქმიანობა“, - აღნიშნულია თოდუას განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო