ოფიციალური ცნობებით, ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფექცია 95 ადამიანს დაუდასტურდა.

გუშინ, ირანის პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ოფიციალური ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება და ქვეყანაში კორონავირუსით უკვე 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან 11-მა ქვეყანამ საჰაერო ან/და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა. საზღვრები ჩაკეტეს ერაყმა, თურქეთმა, ავღანეთმა, პაკისტანმა და სომხეთმა, ხოლო ავიამიმოსვლა შეაჩერა საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, გაერთიანებულმა არაბთა ემირატებმა, ომანმა და საქართველომ.

ჯერჯერობით, ირანთან სახმელეთო და საჰაერო მომოსვლაზე აკრძალვები არ დაუწესებია მის ორ მეზობელს, თურქმენეთსა და აზერბაიჯანს, თუმცა ქვეყნიდან შესული მოგზაურები საზღვრებზე სპეციალურ კონტროლს გადიან.

იხილეთ ვიდეო: ოფიციალური ცნობებით, ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა