საკრებულოს ბრალდებული წევრის ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს კითხავენ

თბილისის საკრებულოს ბრალდებული წევრის ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს კითხავენ. ექიმის განმარტებით, შეტყობინება 112-შიც გაუპატიურების მცდელობაზე შევიდა. მისივე განცხადებით, გამოძახებაზე მისულებს თამთა თოდაძე ძლიერ აღელვებული დახვდათ, ტიროდა და პერიოდულად ერთი და იმავეს ჰყვებოდა.

"თქვა გაუპატიურების მცდელობა ჰქონდა ჩემს უფროსო. წამაქცია და ფეხებით მცემაო, ასევე თქვა, რომ ტელეფონი და კომპიუტერი დაუმტვრია. ასე განმარტა, დეპუტატი სამსახურში "პახმელიაზე" მოვიდა, დალევა უნდოდა, მეც დავლიე მასთან ერთად კონიაკი... მცემა, დავუსხლტი ხელიდან, გამოვიქეციო. ითხოვდა სამართალდამცავები მისულიყვნენ ოფისში და ეს ფაქტი დაედასტურებინათ. მსუბუქი დასამშვიდებელი საშუალება მივეცით, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა, მინდა სამართალდამცავებთან ერთად მივიდე სამსახურში და მერე ექსპერტიზაზეო, განაცხადა. თუ არ ვცდები, მოკლე კაბა ეცვა, თუ არ ვცდები მარცხენა ხელის თითზე პატარა ჭრილობა ჰქონდა, მუხლი ჰქონდა გაწითლებული. სერიოზული დაზიანებები ჩვენ არ გვინახავს", - განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო