ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა ორმაგდება

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა ორმაგდება.

„ნარჩენების მართვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შინაური ცხოველის მიერ ფეკალური მასით გარემოს დაბინძურებისთვის პირები 100 ლარით დაჯარიმდებიან.

გარდა ამისა, იზრდება ჯარიმები ცხოველის სხეულის ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზეც. კერძოდ, 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული ჯარიმა 500 ლარი იქნება, ნაცვლად 150 ლარისა, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 1 500 ლარი, ნაცვლად 1 000 ლარისა.

20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯებიან, ნაცვლად 300 ლარისა, ხოლო იურიდიულ პირებს დაეკისრებათ 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ნაცვლად 1000 ლარისა.

გარემოს დანაგვიანებად ასევე მიიჩნევა, ცხოველური ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსება. არსებული რედაქციით, მოცემული ქმედება არ იყო სანქცირებადი, რადგან გარემოს დანაგვიანებად არ მიიჩნეოდა ამ ტიპის ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსება.

ამასთან, 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს