ფოთლების, ბაღის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 500 ლარით დასჯადი გახდება

ფოთლების, ბაღის და/ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის.

კოდექსის არსებული რედაქცია, აღნიშნული ქმედებისთვის 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის, საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას გაზრდილი ოდენობის ჯარიმით - 1500 ლარით. რაც შეეხება სახიფათო ნარჩენებს, ფიზიკური პირები, რომლებიც სახიფათო ნარცენებს საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაუშვებენ, დაჯარიმდებიან 5000 ლარით, ნაცვლად 400 ლარისა, ხოლო იურიდიული პირები - 10 000 ლარით, ნაცვლად 1 000 ლარისა.

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში მოთავსება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით (400 ლარის ნაცვლად), ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით (1000 ლარის ნაცვლად).

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს