ტოივო კლაარს მანდატი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივეს

ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს, მანდატი ერთი წლით, 2021 წლის 28 თებერვლამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საბჭომ მანდატი ტოივო კლაარის გარდა კიდევ ხუთ სპეციალურ წარმომადგენელს გაუხანგრძლივა.

ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა