აზერბაიჯანის მთავარი ეპიდემიოლოგი - შემიძლია დავიფიცო, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ არის

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ეპიდემიოლოგი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ბაქო კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების შესახებ სიმართლეს მალავს. იბდაულა აგაევი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანში კორონავირუსი არ ფიქსირდება.

„შეგიძლიათ დარმუნებულები იყოთ, რომ როგორც კი კორონავირუსის ფაქტი გამოვლინდება, მე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, პირველი გამცნობთ ამის შესახებ. არანაირი ფაქტორი დღეს არ არის, რომელმაც შესაძლოა ჩვენი მოსახლეობის ნერვიულობა გამოიწვიოს. შემიძლია დავიფიცო, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ ფიქსირდება“,-აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, თურქეთმა და ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან საზღვრები ჩაკეტეს.აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ რეგიონში კორონავირუსი არ ფიქსირდება და უცნობია, რატომ მიიღეს მოსაზღვრე ქვეყნებმა აღნიშნული გადაწყვეტილება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს