იანვარში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით შემცირდა

იანვარში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით შემცირდა. მიზეზი უცხოური ვალუტით დაკრედიტების შემცირებაა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 3.01 მლნ ლარით (0.01%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.16%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 31.92 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 10.45 მლნ ლარით (0.07%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 13.46 მლნ ლარით (0.08%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.34%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.83%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 10.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.22%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.03%-ით ნაკლები).

2020 წლის იანვრის განმავლობაში 0.33%-ით, ანუ 51.97 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 15.89 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.66 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.04 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით)“,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება დეპოზიტების ტენდენციებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი თებერვლისათვის 26.47 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 216.81 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.41%-ით მეტი). იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 696.02 მლნ ლარით, ანუ 6.44%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.89%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 479.22 მლნ ლარით, ანუ 3.10%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 3.43%-ით).

სებ-ის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 36.68 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვარის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.65 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.80 პროცენტული პუნქტით).

ამასთან, იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.89% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.47%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.67%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.50%, ხოლო ევროს წილმა 14.11% შეადგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს