რუსლან აბაშიძემ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

„დღეს პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ებრძოდნენ ოკუპაციას. სამწუხაროა, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება და კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. ამ პროცესს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია სამშვიდობო პოლიტიკით,“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის თებერვალში კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი იუნკერების დიდი ნაწილი გმირულად დაიღუპა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს