დავით ზალკალიანმა გაერო-ს უმაღლეს კომისართან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ფილიპო გრანდის შეხვდა.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, რაც მიმართულია ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

მათივე ცნობით, შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ადამიანების გატაცებების გახშირებულ ფაქტებზე, გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და სამედიცინო საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შემთხვევბზე.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხის აქტუალიზაციაზე საერთაშორისო ასპარეზზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო