საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ესტუმრა

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ესტუმრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ფრანგული მხარის წარმომადგენლებმა, დელეგაციის წევრებს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბავშვთა დაცვის სახელმწიფო პროგრამები, პოლიტიკა და აღსრულების მექანიზმები გააცნეს.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართული დელეგაციის მიზანია, ბავშვთა დაცვისა და სახელმწიფო მხრიდან ბავშვზე ზრუნვის საკითხებში ფრანგული მოდელის გაცნობა და გაზიარება.

დღესვე, დელეგაციის წევრები პარიზის მთავარ მართლმსაჯულების ორგანოს ესტუმრნენ და სასამართლოში ბავშვთა მომსახურების სტანდარტებს გაეცნენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და სასამართლოს წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა