დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყანა მზად უნდა იყოს პოლიტიკური მომენტისთვის, როცა ნატოელი პარტნიორები საქართველოს წევრობაზე ჩამოყალიბდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის შეეწინააღმდეგება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ ეს არის ნატო-ს და საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი.

როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ჟენევაში პრემიერ-მინისტრის სტატიაზე კომენტირებისას განუცხადა, ქვეყანა მზად უნდა იყოს პოლიტიკური მომენტისთვის, როცა ჩვენი ნატოელი პარტნიორები ჩამოყალიბდებიან საქართველოს წევრობაზე.

„პრემიერის სტატია არის ზუსტი და მკაფიო სტატია ჩვენი პარტნიორების მიმართ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო უმაღლესი დონის ფორუმები, სადაც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა, მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გვესაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ჩვენს წევრობაზე ნატო-ში და შავი ზღვის, როგორც მასტაბილიზებელი ფაქტორის გამოყენებაზე. სწორედ ამ სულისკვეთებით არის განმსჭვალული პრემიერის სტატია. მან ამის შესახებ ისაუბრა დავოსში, ისაუბრა მიუნხენის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე. მიუნხენში მეც მქონდა ცალკე პანელი მიძღვნილი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და ასევე გუშინ იყო ჩემი სტატია The Financial Times-ში, სადაც პრემიერის მსგავსად ვსაუბრობ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და იმ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც რეგიონში საქართველოს გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის პათოსი გაზიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო მოქმედებს, როგორც მოკავშირე და ფაქტიურად წევრობის სამოქმედო გეგმა იგივეა, რაც საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა. პროგრამაში გაწერილი მოდალობები სრულ თანხვედრაშია წევრობის სამოქმედო გეგმასთან. ამიტომ ამჟამად არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება დარჩენილი. სამწუხაროდ, ჯერ ამასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არის. ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები უნდა იყოს იქითკენ მიმართული, რომ პარტნიორებთან ვიმუშაოთ იმ რეფორმების განგრძობადობაზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში იმისთვის, რომ ქვეყანა მზად იყოს პოლიტიკური მომენტისთვის, როცა ჩვენი ნატოელი პარტნიორები ჩამოყალიბდებიან საქართველოს წევრობაზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს არ აქვს იმის ილუზია, რომ რუსეთისთვის ეს მისაღები განვითარებაა.

„რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის შეეწინააღმდეგება ამას. მაგრამ ეს არის ნატო-ს და საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი და ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, ჩვენი პრიორიტეტი, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი უჭერს ამას მხარს, რაც ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში, პარლამენტის რეზოლუციაში და საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამაში. ამიტომ მივუყვებით ჩვენს პრიორიტეტს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო