იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.10 პროცენტით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 46.66 მლრდ ლარი შეადგინა

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 519.79 მლნ ლარით, ანუ 1.10 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.86 პროცენტით) და 2020 წლის პირველი თებერვლისათვის 46.66 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.54 პროცენტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო