თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნება

თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, კონფერენცია, ხვალ, 26 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ გაიხსნება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ : მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი, საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ასევე საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

უწყების ინფორმაციით, კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020“-ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება. ღონისძიების მიზანია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გლობალურ კონტექსტში გააზრება-განხილვა ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

„კონფერენციის ფარგლებში სამი პანელი გაიმართება, რომლებშიც სპიკერები იქნებიან როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები. პანელების მიმდინარეობისას დისკუსია წარიმართება შემდეგ თემებზე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები; საქართველოს ეკონომიკა გლობალურ კონტექსტში. ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში; საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და ა.შ.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს