აშშ-მა და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სავაჭრო სფეროში კონტრაქტი ვერ შედგა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს თავდაცვის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით, თუმცა სავაჭრო საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინდოეთში პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაფასა, როგორც „ძალიან ნაყოფიერი“, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ისა და ინდოეთის ლიდერებმა აღიარეს, რომ სავაჭრო საკითხზე შეთანხმების გაფორმება ვერ შეძლეს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთად „ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებაზე“ მუშაობას გააგრძელებს.

რაც შეეხება მოლაპარაკებების შედეგებს, ტრამპის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინდოეთი აშშ-ისგან 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკას შეიძენს. ინდოეთი და ამერიკა, ასევე ითანამშრომლებენ რადიკალური ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და კავშირებს გააღრმავებენ ენერგოსექტორში. ისინი მუშაობას გააგრძელებენ მეხუთე თაობის მობილური ტექნოლოგიების უსაფრთხოების სფეროშიც.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა