ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ოთხი პაციენტი რჩება, მათგან ერთს ტემპერატურა უფიქსირდება

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ცხრა პაციენტიდან ხუთს კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დაუდასტურა და ისინი სახლში გაწერეს. მათგან ორი ირანის, ხოლო დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელებმაც იტალიაში ან ირანში იმოგზაურეს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის მყოფი ოთხ პაციენტიდან ტემპერატურა მხოლოდ ერთს უფიქსირდება.

"24-25 თებერვალს შემოვიდა ცხრა პაციენტი, მათგან ოთხი შემოვიდა გუშინ და ხუთი დღეს. ცხრა პაციენტიდან ორი იყო ირანის მოქალაქე, ირანელი, ყველა დანარჩენი საქართველოს მოქალაქე. საავადმყოფოში დარჩენილ საქართველოს ოთხ მოქალაქეს უტარდება რენტგენოლოგიური და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევები. დარჩენილი ოთხი მოქალაქიდან, მხოლოდ ერთს აქვს ტემპერატურა, დანარჩენ სამს არა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საბოლოო პასუხის გაცემა ჩვენ შეგვიძლია, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხების მიღების შემდეგ. ის ოთხი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში რჩება, ჩვენი მონაცემებით არ ჰგავს კორონავირუსით ინფექციას, მაგრამ ვაგრძელებთ დაკვირვებას და მკურნალობას“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, დღეს საქართველოში ის ზომები ტარდება, რაც რეკომენდირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

ასევე, მისი თქმით, ინფექციის გავრცელების რისკი ძალიან დიდია, თუმცა საქართველო კვლავ რჩება დაბალი რისკის ზონად.

იხილეთ ვიდეო: ბოლო ინფორმაცია ინფექციურიდან: დაკვირვების ქვეშ ოთხი პაციენტი რჩება, ერთს ტემპერატურა უფიქსირდება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა