მაიკ პომპეო - აშშ შეშფოთებულია, რომ ირანის ხელისუფლება, შესაძლოა, რესპუბლიკაში კორონავირუსის მასშტაბური აფეთქების თაობაზე ინფორმაციას მალავდეს

აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ირანის ხელისუფლება, შესაძლოა, მალავდეს ინფორმაციას ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსის მასშტაბური აფეთქების თაობაზე. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აშშ უკიდურესად შეშფოთებულია ინფორმაციით იმის შესახებ, რომ ირანმა არ წარმოადგინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალები კორონავირუსის აფეთქების შესახებ. ორშაბათის მონაცემებით, ირანი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩებოდა პირთა რაოდენობით, რომლებიც გარდაიცვალნენ ვირუსით დაინფიცირების შედეგად. ყველა ქვეყანამ, მათ შორის ირანმა, უნდა გამოაქვეყნონ მართებული ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით და ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დახმარებას უწევენ ქვეყნებს“, - განაცხადა პომპეომ.

ბოლო ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით 95 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 15 გარდაიცვალა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა