ნათია თურნავა ფრენების შეჩერებაზე - მხოლოდ ირანისა და ჩინეთის მიმართულებიდან ზიანი, რასაც ტურიზმში ველოდებით, სულ მცირე თვეში 30 მილიონი ლარია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში სულ მცირე, 30 მილიონის ზარალს განიცდის.

როგორც ნათია თურნავა აცხადებს, მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა და სწორედ ამიტომ წავიდნენ არაპოპულარულ ზომებზე.

„კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომლის წინაშეც მთლიანად მსოფლიო დადგა. დღეს უკვე მიმდინარეობს საუბარი მსოფლიოში იმის თაობაზე, რომ გლობალური ეკონომიკა, გლობალური ვაჭრობა სერიოზულად ზარალდება, ზარალდება ავიაციის სფერო, ზარალდება ტურიზმის ბიზნესი და არამხოლოდ. საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს. ამას აბსოლუტურად მომზადებული ვხვდებით, ამიტომ ჩვენთვის ყველა სხვა ინტერესთან შედარებით, უპირატესია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამიტომ წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერებაა ირნთან, ჩინეთთან.

რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ტურიზმის განვითარებას. პირდაპირი ზიანი მხოლოდ ირანის და ჩინეთის მიმართულებიდან, რასაც ტურიზმში ველოდებით, სულ მცირე 30 მილიონი ლარია თვეში. იქიდან გამომდინარე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ზარალი მოიმატებს, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო სწრაფად გაუმკლავდება ამ გამოწვევას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მარტო ამ სიტუაციაში“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ახალ გამოწვევებს ებრძვის, საქართველოში ლარი მაინც მყარდება და ეკონომიკა იზრდება.

„მთელი მსოფლიო იბრძვის ამ ახალი გამოწვევის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაძლიერებთ პრევენციას, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა უსაფრთხო, დაცული იყოს და ამ გამოწვევას ღირსეულად შევხვდეთ, ყველაფერი იქნება გაკეთებული. რაც შეეხება იმ ზარალს, რაც ეკონომიკას მიადგება, შესაძლებლობა გვექნება ამაზე ვიმსჯელოთ, შევხედავთ, გააჩნია რამდენ დროს გაგრძელდება ეს გამოწვევა და რა თქმა უნდა, მთავრობა ანტიკრიზისულ ზომებზე იფიქრებს. მიუხედავად ყველა გლობალური გამოწვევისა, იქნება ეს რეგიონალური შოკები თუ თუნდაც, კორონავირუსი, რომელიც ახალი გამოწვევაა, რაც მთავარია, ჩვენი ეკონომიკა ძალიან ჯანსაღია. ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი რეგიონში. ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ჩვენი ექსპორტი იზრდება, ჩვენი ეროვნული ვალუტა მყარდება და ეს არის სწორი მონეტარული პოლიტიკის და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო: ეკონომიკის მინისტრის შეფასებით ირანისა და ჩინეთის მიმართულებით ფრენების შეზღუდვა ტურიზმს აზიანებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა