რუმინეთსა და კატალონიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა

რუმინეთში, დღეს, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დაინფიცირებული რუმინეთში იტალიიდან სამი კვირის წინ ჩავიდა. ამ დროისთვის დაინფიცირებული ბუქარესტის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინშია მოთავსებული.

ვირუსით დაინფიცირების მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთში კუნძულ ტენერიფეზე (კანარის კუნძულები). ვირუსი გამოუვლინდა მანამდე დაინფიცირებული იტალიელი ტურისტის მეუღლეს. ესპანეთის სამართალდამცავმა სამსახურებმა კარანტინში მოათავსეს იმ სასტუმროს ათასამდე სტუმარი , სადაც დაინფიცირებული მამაკაცი ცხოვრობდა.

დღესვე, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა კატალონიაშიც. დაინფიცირებული ქალი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იტალიიდან.

იტალიაში კი, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია 10 ადამიანი, დაინფიცირებულია 322 ადამიანი. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ვირუსი ქვეყნის ხუთ რეგიონშია დაფიქსირებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს