ნათია თურნავა - ვუმკლავდებით შოკებს, ეკონომიკა იზრდება და ეროვნული ვალუტაც გამყარების ტენდენციას იჩენს

ვუმკლავდებით შოკებს, ეკონომიკა იზრდება და ეროვნული ვალუტაც გამყარების ტენდენციას იჩენს, -ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, გააჩნია რა ვადებში გაგრძელდება გლობალური გამოწვევა და მთავრობა ანტიკრიზისულ ზომებზე იფიქრებს.

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღია.

„მთელი მსოფლიო იბრძვის ამ ახალი გამოწვევის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაძლიერებთ პრევენციას, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა უსაფრთხო, დაცული იყოს და ამ გამოწვევას ღირსეულად შევხვდეთ, ყველაფერი იქნება გაკეთებული. რაც შეეხება იმ ზარალს, რაც ეკონომიკას მიადგება, შესაძლებლობა გვექნება ამაზე ვიმსჯელოთ, შევხედავთ, გააჩნია რამდენ დროს გაგრძელდება ეს გამოწვევა და რა თქმა უნდა, მთავრობა ანტიკრიზისულ ზომებზე იფიქრებს. მიუხედავად ყველა გლობალური გამოწვევისა, იქნება ეს რეგიონალური შოკები თუ თუნდაც, კორონავირუსი, რომელიც ახალი გამოწვევაა, რაც მთავარია, ჩვენი ეკონომიკა ძალიან ჯანსაღია. ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი რეგიონში. ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ჩვენი ექსპორტი იზრდება, ჩვენი ეროვნული ვალუტა მყარდება და ეს არის სწორი მონეტარული პოლიტიკის და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა