თამარ ჩუგოშვილი აშშ-ის საელჩოს ორგანიზებულ ვახშამზე - ეს იყო არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა, კონკრეტული საკითხების განხილვა არ ყოფილა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ელიზაბეთ რუდის მიერ ორგანიზებული შეხვედრა არაფორმალური, მეგობრული ხასიათის იყო და მასზე კონკრეტული საკითხები არ განუხილავთ.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვახშამზე ზოგადად იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს, როგორც გამოწვევა.

„ეს იყო მორიგი არაფორმალური, მეგობრული, დიპლომატიური შეხვედრა ელჩების მიერ ორგანიზებული, ამ შემთხვევაში ამერიკის ელჩის მოადგილის მხრიდან ორგანიზებული, რომელიც არ ეხებოდა და მიზნად არ ისახავდა კონკრეტული საკითხების განხილვების ან კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას. ეს არის დიპლომატიური ვახშამი, რომელზეც პატიჟებენ ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის ოპოზიციის, ხელისუფლების თუ ა.შ. წარმომადგენლებს, ჩემ შემთხვევაში დამოუკიდებელ დეპუტატს და შესაბამისად, დღეს რაღაც კონკრეტული საკითხების განხილვა არ ყოფილა, ჩვენ ვმსჯელობდით ზოგადად იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, როგორც გამოწვევა.

ეს შეხვედრა არ ემსახურებოდა იმას, რომ ან დიალოგი ჩაენაცვლებინა, ან რაიმე ფორმით ყოფილიყო ის ადგილი, სადაც ეს საკითხები უნდა განიხილებოდეს, ეს იყო უბრალოდ ჩვენი მეგობარი ელჩების მხრიდან ორგანიზებული მეგობრული ვახშამი“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ვახშამი გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. როგორც პოლიტიკოსებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა