ნინო ბურჯანაძე აშშ-ის საელჩოს ორგანიზებულ ვახშამზე - ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი, ეს იყო მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი

ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი, ეს იყო მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ელიზაბეთ რუდის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა არაფორმალური, მეგობრული ხასიათის იყო.

„იყო გამოთქმული სურვილი, რომ მოძებნილ იქნას გამოსავალი ამ ვითარებიდან, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ძალები ყველა როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციური, გადავიდეს ნორმალურ საარჩევნო გარემოში და იყოს მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო გარემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისით აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა პოზიტიური მნიშნვნელობა. ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი, ეს იყო მოსაზრებების და ხედვების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ვახშამი გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. როგორც პოლიტიკოსებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა