სამხრეთ კორეაში კორონავირუსის კიდევ 169 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 146-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 169 შემთხვევიდან 134 ქალაქ დეგუში დაფიქსირდა, სადაც ის ეკლესია მდებარეობს, რომელიც ვირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ვირუსით ქვეყანაში 12 ადამიანია დაიღუპული, მათ შორისაა ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც კემპ კეროლის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. აღნიშნული ბაზა ქალაქ დეგუდან 20 კილომეტრში მდებარეობს.