სებასტიან მოლინეუსი - საქართველოს ეკონომიკა ოპტიმისტურ ტრაექტორიაზეა

მსოფლიოს ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, საქართელოს ეკონომიკა ოპტიმისტურ ტრაექტორიაზეა. ამის შესახებ მან ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, როგორც წინა მთავრობების, ასევე ახლანდელი მთავრობის მიერ ეკონომიკური რეფორმებისადმი ერთგულება ქვეყნისთვის დადებითი ფაქტორია და ფიქრობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება.

„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმუშავია. საქართველო ძალიან მომწონს და მის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. საქართველოში ვხედავ ქვეყანას, რომლსაც კერძო სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის მოდელი აქვს. მიუხედავად ყველა იმ განსხვავებისა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში არსებობს, ყველა თანხმდება იმაზე, რომ სურთ ღია და კეთილგანწყობილი გარემო ინვესტორებისთვის, მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმის გატარება დავის თემა არ არის. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადავდგამთ და ისე შევხედავთ სიტუაციას, ვნახავთ, რომ გამაერთიანებელი ფაქტორი უფრო მეტია, ვიდრე დამყოფი. საქართველოში როცა ცხოვრობ, ამას კარგად ხედავ. პროგნოზები ასეთია, ზრდის მაჩვენებელი 5.2 პროცენტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 8.2 პროცენტი, რაც სხვა ქვეყნებში 2.5 პროცენტია. წინა მთავრობების და ახლანდელი მთავრობის მიერ ეკონომიკური რეფორმებისადმი ერთგულება ქვეყნისთვის დადებითი რამაა. ვფიქრობ, რომ ზრდა გაგრძელდება“, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს