ნათია თურნავამ აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან შეინ როზენტალთან, რომლის დროსაც განხილული იქნა აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური ზრდისკენ. აგრეთვე მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა მიზანს საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. ითქვა, რომ ბანკი ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ეკონომიკური დერეფნების ჩამოყალიბებას.

„შეხვედრაზე განხილული იქნა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. ითქვა, რომ ბანკი წარმატებით თანამშრომლობს როგორც საქართველოს საჯარო სექტორთან ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, ასევე კერძო კომპანიებთან, განსაკუთრებით რეგიონებში.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და დავით თვალაბეიშვილი“, - ნათქვამია ინორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო