იდლიბის პროვინციაში ასადის არმიის იერიშებს 20 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში ასადის არმიის იერიშებს 20 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, სირიის არმიის სამიზნეს ქალაქ იდლიბსა და მის შემოგარენში არსებული საავადმყოფოები და სკოლები წარმოადგენდა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ბაშარ ასადის ხელისუფლების ქმედებას ბარბაროსული უწოდეს.

შეგახსენებთ, სირიის კონფლიქტში რუსეთი მხარს სირიის ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს, თურქეთი კი სირიის ოპოზიციას. „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ სირიის ხელისუფლება და ამბოხებულები ერთმანეთის პირისპირ იდლიბის პროვინციაში აღმოჩნდნენ, სადაც რამდენიმე თვეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. კონფლიქტის გამო იდლიბის პროვინცია ბოლო პერიოდში დაახლოებით 900 000-მა ადამიანმა დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა