თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს

ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის მერია ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია, მოეწყობა ტროტუარები და შეიცვლება გარე განათების სისტემა. კალაძის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 4 მლნ 200 ათასი ლარია.

„ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციისთვის ვაცხადებთ ტენდერს. უახლოეს მომავალში გვეყოლება გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების წარმოებას, რომელიც დაიწყება ავლაბრის მეტროდან. ეს კონკრეტული მონაკვეთი იქნება ავლაბრის მეტროდან კაჩინსკის ქუჩამდე. მთლიანად ეს მონაკვეთი იქნება მოწესრიგებული.

დამეთანხმებით, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გზის ეს კონკრეტული მონაკვეთი. არის მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა, ეს ყველაფერი მთლიანად იქნება მოწესრიგებული, მთლიანად იქნება ცვლილებები განხორცილებეული საკანალიზაციო ქსელზე, ასევე წყალი, გაზი. ელექტროგადამცემი ხაზები ჩაიდება მიწის ქვემოთ, შეიცვლება განათების ბოძები, თავისი ლედ-საანათებით და ყველანაირად იქნება კეთილმოწყობილი. მოეწყობა ასევე ტროტუარები, რომ ქვეითად მოსიარულე ადამიანებისთვის იყოს კომფორტული გადაადგილება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 4 მლნ 200 ათასი ლარია. უახლოეს პერიოდში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და მოგაწვდით ინფორმაციას როდის დაიწყება სამუშაოები და როგორ მოხდება გზის ჩაკეტვა ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევქმნათ“,- განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს