2019 წელს პენსია 52 ათას მოქალაქეს დაენიშნა და 50 505 მოქალაქეს შეუწყდა/შეუჩერდა

2019 წელს პენსია 52 ათას მოქალაქეს დაენიშნა, მათგან 18 768 მამაკაცია და 33 323 ქალი. რაც შეეხება პენსიის შეწყვეტა/შეჩერების მაჩვენებელს, გასულ წელს პენსია 50 505 მოქალაქეს შეუწყდა/შეუჩერდა. მათგან, 22 462 მამაკაცია და 28 043 ქალია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან საჯარო წესით გამოთხოვნილი ინფორმაციის პასუხად განუცხადეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში საპენსიო ასაკის სულ 149 742 მოქალაქეა, მათგან 54 096 მამაკაცი, 95 646 კი ქალი.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, გასულ სამ წელიწადში ჯამში სახელმწიფო პენსია 146 757 მოქალაქეს შეუწყდა/შეუჩერდა.

როგორც საჯარო წესით გამოთხოვნილ ინფორმაციაში აღნიშნული, 2018 წელს პენსია ჯამში 48 694 მოქალაქეს დაენიშნა, 47 232 მოქალაქეს კი შეუჩერდა/შეუწყდა.

2017 წელს პენსია 48957 მოქალაქეს დაენიშნა, 49 020-ს კი შეუჩერდა/შეუწყდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, პენსიის შეწყვეტისა და შეჩერების რამდენიმე საფუძველი არსებობს. კერძოდ, პირს პენსია უჩერდება: თუ ის პენსიას ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ აიღებს, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში; როდესაც საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება; როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით; პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას.

პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მაქსიმუმ გასული 12 თვის მიუღებელი თანხა. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც პირი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ასეთ დროს, პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას, შეჩერებული პენსია განახლდება და ანაზღაურდება ყველა გასული თვის მიუღებელი თანხა.

რაც შეეხება პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს, ესენია: პირადი განცხადება, პენსიონერის გარდაცვალება; საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდი. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, - ათვლა იწყება პენსიის შეჩერების დღიდან. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას.

შეგახსენებთ, რომ ქართული კანონმდებლობით მიხედვით სახელმწიფო პენსია საქართველოს მოქალაქეებს ქალებს 60 წლის ასაკიდან, ხოლო მამაკაცებს 65 წლის ასაკიდან ენიშნებათ.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული