გია ვოლსკი - ოპოზიცია ერთმანეთში ვერ შეთანხმებულა და სადილის პერიოდში რა შეთანხმებაზეა საუბარი

ოპოზიცია ერთმანეთში ვერ შეთანხმებულა და სადილის პერიოდში რა შეთანხმებაზეა საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას. მისი თქმით, აღნიშნულ არაოფიციალურ შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიტიკურმა ძალებმა პარტიული და პიროვნული ინტერესები წინ არ უნდა დააყენონ.

„ოპოზიცია ერთმანეთში ვერ შეთანხმებულა და სადილის პერიოდში რა შეთანხმებაზეა საუბარი. არაოფიციალური, საქმიანი სადილი იყო, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ პარტიებმა არ უნდა დააყენონ პარტიული ან გარკვეული პიროვნებების ინტერესი წინ, რაც ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში ბევრი გამოჩნდა. ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ქვეყანაში, რომელიც აშშ-სა და ევროპისთვის საგანგებო მნიშვნელობისაა, საჭიროა სტაბილურობა. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაინტერესება, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდეს, ჩვეულებრივი ამბავია. ყველამ უნდა გაითავისოს, რა სჭირდება მსოფლიოს მოკავშირე საქართველოსგან,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას დაძაბულობის ესკალაცია აქვს გეგმად.

„100/50-ზე მოდელი საჩვენოდ არ არის გათვლილი და არც ვიღაცის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. ეს არის პროპორციული წარმომადგენლობის მაქსიმალური უზრუნველყოფა და კონკრეტული პირების მიერ რეგიონების წარმოდგენის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, არის ეჭვები, დაძაბულობის ესკალაცია ხომ არ არის მათი სტრატეგიული გეგმა, რომელსაც დიდი ხანია ატარებენ „ნაციონალური მოძრაობა" და მის გარშემო სატელიტებად მოძრავი პოლიტიკური ჯგუფები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ვახშამი გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. როგორც პოლიტიკოსებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო