გია ვოლსკი მინისტერიალის თბილისში ჩატარებაზე - ქართული კანონები არ უნდა დაირღვეს, მაგრამ ამის ალტერნატივა თბილისიდან სხვაგან გადატანა არ არის, თუ ამის აუცილებლობა არ დგას

„ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი კანონების წინაშე ვიყოთ პირნათელი, ვინაიდან ეს ჩვენი ინტერესებია და მეორე, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ ვიყოთ ასევე პირნათელი და ჩვენი ავტორიტეტი კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, როგორც უშველებელი საერთაშორისო ფორუმის ხელმძღვანელმა ქვეყანამ”,- ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით.

გია ვოლსკის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, რომელიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

„არ შეიძლება, რომ გარკვეულ აჟიოტაჟს აყვეს სახელმწიფო, რომელიც ესოდენ დიდ ფორუმს თავმჯდომარეობს. რასაკვირველია, ქართული კანონები არ უნდა დაირღვეს უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ამის ალტერნატივა თბილისიდან სხვაგან გადატანა არ არის, თუკი ამის აუცილებლობა არ არის. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი კანონების წინაშე ვიყოთ პირნათელი, ვინაიდან ეს ჩვენი ინტერესებია და მეორე, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ ვიყოთ ასევე პირნათელი და ჩვენი ავტორიტეტი კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ როგორც უშველებელი საერთაშორისო ფორუმის ხელმძღვანელმა ქვეყანამ.

უამრავი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, დღეს განიხილება ეს ვარიანტები და ამაზე პასუხიც გვეცოდინება”,- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს