მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 13 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც კი არ არის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 13 პაციენტის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც კი არ არის, გამოირიცხა პნევმონია, ასევე A და არც B ტიპის გრიპის ვირუსი.

„ყველას ჩაუტარდა კვლევა, ყველა მათგანთან პნევმონია გამოირიცხა. არცერთთან არ დადასტურდა არც A და არც B ტიპის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიული მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება. ყველაფერი ამის შეჯერებით, ამ პაციენტებს ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც კი არ არის. ლუგარის ლაბორატორის სამსახურიდან მობრძანდებიან, ცამეტივე პაციენტზე აღებულია ტესტი და როგორც იცით, დღის მეორე ნახევარში შედეგები ცნობილი იქნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო