ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოს მინისტერიალზე - ყველაფერი ჩატარდება ისე, რომ ჩვენს კანონმდებლობასაც მივაგებთ შესაბამის პატივს და საერთაშორისო ვალდებულებებსაც შევასრულებთ

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, თუ ჩამოვა დელეგაცია ნებისმიერი ქვეყნიდან, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს კანონმდებლობას და ასევე, უნდა შეესაბამებოდეს იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც აღებული გვაქვს როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე დეტალები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

„დღის ბოლოსთვის გვექნება ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელის დღეს გაიმართება სტრასბურგში და გაეცემა კითხვა ყველა პასუხს, რომელიც თქვენ გაქვთ. მემგონი ზედმეტი აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ საჭირო არ არის და არც არის ჩვენს ინტერესებში. ყველაფერი ჩატარდება ისე, რომ ჩვენ ჩვენს კანონმდებლობასაც მივაგებთ შესაბამის პატივს და შევასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებსაც. ეს არის ის ორი პრინციპი, რაც აუცილებლად შესრულდება. სად გაიმართება, როგორ გაიმართება, ერთი დღე როგორმე უნდა მოვითმინოთ”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
"ლიბერთი" მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
“ემბისიმ“  3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.
"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა
KFC ექსკლუზიურად "ვოლტზეა"
"საქკაბელის" პროდუქციის შეძენა ვებ გვერდზე უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს