ივანე მაჭავარიანი - მომდევნო წლების პრიორიტეტი სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება

მომდევნო წლების პრიორიტეტი ფისკალური კუთხით სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე“ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელში: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები“.

მასთან ერთად, პანელის სპიკერებად მოწვეულები იყვნენ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

ფინანსთა მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოთა კლასიფიკაციის პროცესი, რაც მოიაზრებს საწარმოთა დაყოფას ორ კატეგორიად: სახელმწიფო კორპორაციებად და არაკომერციულ საწარმოებად.

„ჩვენ უკვე ვიწყებთ სახელმწიფო საწარმოების კლასიფიირებას და შემოგვაქვს ორი ჯგუფი - ერთი სახელმწიფო კორპორაციები, რომლებიც არის გამართული და ეკონომიკურად მდგრადი და მეორე, არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად სხვადასხვა სოციალურ ან არაკომერციულ ტვირთს ატარებენ და აქედან გამომდინარე, მათი ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფისკალური რეფორმის კუთხით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ასეთი ორგანიზაციების ვალდებულებები და ხარჯები სრულად აისახება ანგარიშგებაში და იქნება დამატებითი სტიმული მათი ეფექტიანობის გაზრდისთვის.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა