ლეშეკ ბალცეროვიჩი - საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის და ბიზნესის გახსნილობის კუთხით

თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ლეშეკ ბალცეროვიჩი. ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორებზე ისაუბრა და ამ კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

ლეშეკ ბალცეროვიჩის შეფასებით, საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის და ბიზნესის გახსნილობის კუთხით.

„ეკონომიკა უნდა იყოს კერძო, სახელმწიფო მესაკუთრეობა რისკია, იმიტომ, რომ ძალიან მარტივად ხდება პოლიტიზირება საკუთრება უნდა იყოს კერძო. ამ თვალსაზრისით საქართველომ ბევრს მიაღწია. მეორე ეს არის მონოპოლიების მოშლა, გახსნილობა და ჩვენ მოვისმინეთ ის, თუ რას აკეთებს საქართველო ამ ფრონტზე“ - განაცხადა თავის გახსნით სიტყვაში ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა.

ამასთან, როგორც ბალცეროვიჩმა განაცხადა, სწორი რეგლამენტები და რეგულაციები, დასაქმების ზრდა, პროდუქტიულობა, ინოვაციები, კანონის უზენაესობა, პოლიტიკოსებისაგან და ბიზნესებისაგან დამოუკიდებელი პროკურატურა წარმოადგენენ იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებენ ეკონომიკების ზრდას მსოფლიო ქვეყნებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა