სერგი კაპანაძე აშშ-ს საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე - ეს არ იყო სადილი, სადაც რაღაც შეთანხმებები იქნა მიღწეული ან მოლაპარაკებების ფორმალური რაუნდი გაიმართა

ეს არ იყო სადილი, სადაც რაღაც შეთანხმებები იქნა მიღწეული. ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც აქამდე იყო, ველოდებით, რომ ხელისუფლება შეცვლის დესტრუქციული მიდგომას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან აშშ- ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ სადილთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან მისი თქმით, სადილზე საუბარი ბევრ თემას შეეხო.

„ეს არ იყო არც მოლაპარაკებების რაუნდი, არც შეხვედრა საარჩევნო სისტემაზე, ეს იყო ჩვეულებრივი სადილი, რაც რეგულარულად იმართება ხოლმე სხვადასხვა პარტნიორთან. ბუნებრივია, ასეთი სადილის დროს ბევრ თემაზეა საუბარი, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებზეც, საარჩევნო სისტემაზეც, პოლიტიკურ დევნილებზე, ოღონდ ეს არ იყო სადილი, სადაც რაღაც შეთანხმებები იქნა მიღწეული ან მოლაპარაკებების ფორმალური რაუნდი გაიმართა. ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც აქამდე იყო, ველოდებით, რომ ხელისუფლება შეცვლის თავის დესტრუქციულ მიდგომას, დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას ისე, რომ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს და შემდეგ გვექნება საშუალება იმ მცირე დროში, რაც დაგვრჩა, რომ პროპორციულ სისტემაზე ვისაუბროთ. ნებისმიერი რიცხვები იქნება ეს 100/50- ზე თუ სხვა, უნდა აკმაყოფილებდეს პროპორციულობის პრინციპს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა შეეძლოს უმრავლესობის მიღება მინიმუმ 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით. არც 110/40-ზე, არც 100/50- ზე ამ პრინციპს არ აკმაყოფილებს,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ვახშამი გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. როგორც პოლიტიკოსებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს