მარიამ ჯაში - თუ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა თბილისში ჩატარდება, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვიოს

თუ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა თბილისში ჩატარდება, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვიოს, - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გონივრული იქნება, თუ ეს შეხვედრა სტრასბურგში ჩატარდება.

„დღეს როდესაც გვაქვს არჩევანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას თბილისში ჩავატარებთ თუ სტრასბურგში, გონივრული იქნება, რომ ეს შეხვედრა სტრასბურგში ჩატარდეს. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება აუცილებელია, მაგრამ არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. ვშიშობ, თუკი მაისში აღნიშნული შეხვედრა თბილისში ჩატარდა და მითუმეტეს, თუ ის ლავროვის ხელმძღვანელობით ჩატარდა, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვიოს, რაც სამართლიანი იქნება ოკუპაციის გათვალისწინებით", - განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო