მედია - ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობები დათბა

მედია წერს, რომ ჩინეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობები, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული საკმაოდ დაძაბული იყო, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე დათბა.

იაპონიის ახალგაზრდული განვითარების ასოციაციამ ჩინეთს ათიათასობით სახის ნიღაბი და თერმომეტრი გაუგზავნა. ყუთებზე, სადაც აღნიშნული ნივთები ეწყო, უძველესი ციტატა ეწერა პოემიდან, რომელიც ადრე იაპონიის იმპერატორის შვილიშვილმა ჩინელ ბერს გაუგზავნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა მიწაზე ვართ, ჩვენ ყველა ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ“, - ეწერა თითოეულ ყუთზე.

ცნობისთვის, პეკინსა და ტოკიოს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობებია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ტერიტორიული დავაა, რომელიც სენკაკუს კუნძულებს უკავშირდება. 1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, სენკაკუს კუნძულები აშშ-ის ჯარებმა დაიკავა, მოგვიანებით კი ტერიტორია იაპონურ მმართველობას გადასცეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს